საუკეთესო ვარჯიშები!


ნუ ვარჯიშების წინა პოსტს პატარა რჩევა დავამატე დასაწყისში ხოდა გირჩევთ მაინც გაითვალისწინოთ თუ ახლა იწყებთ ვარჯიშს.

ახლა კი ახალი ვარჯიშები!

ვარჯიში #1

ეს ვარჯიში ამაგრებს ზურგის კუნთებს და ზურგის გამართულად ყოფნას უზრუნველყოფს.

ვწვებით მუცელზე, ჩავისუნთქავთ , ფეხები ოდნავ განზე გვაქვს ერთმანეთისაგან. ხელები გვიწყვია მკერდის ქვეშ, ამოვისუნთქოთ და დავეყრდნოთ ხელებს, მოვღუნოთ წელი და ვეცადოთ თავით ზურგს შევეხოთ. დავყოვნდეთ ამ მდგომარეობაში, გავიმეოროთ 5ჯერ.

ვარჯიში #1

____________________________________________________________________________________________________

ვარჯიში # 2

ეს ვარჯიში ამაგრებს ზურგის კუნთებს და დუნდულებს

იატაკზე ვდგებით ფეხის წვერებსა და იდაყვებზე დაყრდნობილები, მუხლები ოდნავ მოხრილი გვაქვს, ჩავისუნთქოთ, ზურგი არ გავზნიქოთ. ამოსუნთქვისას ფეხები და ზურგი უნდა ქმნიდნენ ერთ სწორ ხაზს, ანუ მუხლებში მოხრილი ფეხები უნდა გავმართოთ, შევყოვნდეთ ამ მდგომარეობაში შესაძლელობის მიხედვით. გავაკეთოთ 15 ჯერ.

ვარჯიში #2

არაუშავს თუ თავიდანვე ამ რაოდენობით არ გამოგივათ, დროთა განმავლობაში გაზრდით რაოდენობას, სხეულის გავარჯისების შემდეგ.

________________________________________________________________________________________________________

ვარჯიში # 3

ეს ვარჯიში აუმჯობესებს კოორდინაციას, მხრების სისწორესა და წელში გამართულობას

ვდგებით გამართულები, ჩავისუნთქავთ, მუცელს და დუდნდულებს მოვჭიმავთ , ხელები ზურს უკან შევაერთოთ ისე რომ ვიგრძნოთ როგორ მიუახლოვდა ბეჭის ძვლები ერთმანეთს, ამოსუნთქვისას ვიხრებით წინ სასურველია 90 გრადუსით. გავაკეთოთ 10 ჯერ..

ვარჯიში # 3

______________________________________________________________________________________________

ვარჯიში # 4

ეს ვარჯიშიც ამაგრებს და ამკვირვებს დუნდულებს და მუცლის კუნთებს

ვწვებით იატაკზე, მუხლები მოხრილი გვაქვს და ფეხები გვიდგას ოდნავ განზე. ჩავისუნთქოთ, ხელები მოვიკიდოთ კოჭებზე, ამოსუნთქვისას ვცდილობთ დავეყრდნოთ მხრებს და გავზნიქოთ ხერხემალი. გავიმეოროთ 15 ჯერ

ვარჯიში #4

სასურველია ვარჯიშები გააკეთოთ მუსიკის თანხლებით და ტან ჩაჯდეთ რითმში, ასე უფრო საინტერესო და სასიამოვნოა.

გისურვებთ სასიამოვნო ვარჯიშსა და წარმატებას!


1,924 Comments, Comment or Ping

  1. RA4z1s dtgvrpizahpv, [url=http://ohfyxcyxcyuv.com/]ohfyxcyxcyuv[/url], [link=http://otoyjxpqmene.com/]otoyjxpqmene[/link], http://ofbreioeifns.com/

    ივნისი 18th, 2009

  2. ივნისი 20th, 2009

  3. ივნისი 20th, 2009

  4. ივნისი 21st, 2009

  5. ივნისი 23rd, 2009

  6. ივნისი 23rd, 2009