რუსულ ფორუმზე ძრომიალისას აღმოვაჩინე. ასე მგონია ბევრს გამოადგება და არა მარტო მათ, ვინც დიეტაზეა. ხშირად გვჭირდება საკვების მიახლოებითი რაოდენობის ცოდნა გრამებში. მაგრამ სასწორი ყოველთვის ახლოს არაა. თან ყველაფერს ვერ აწონი. აქ არის ის მიახლოებითი საზომები, რომლებიც წარმოდგენას შეგიქმნის პროდუქტის რაოდენობაზე:
1 ჩ.კ. = 5გ სითხე= 5გ მყარი ნივთიერება.
1 ს.კ. = 15-20 გ სითხე = 10-20გ მყარი ნივთიერება = 3 ჩ.კ.
1 ღრმა თეფში = 250მლ = 16 ს.კ.
1 ჭიქა = 125 მლ = 8 ს.კ.
1 პირამდე ავსებული ჭიქა = 150 მლ
1 არყის ჭიქა = 20 მლ
1 შამპანიურის ბოკალი = 100 მლ
1 წვენის ჭიქა = 200 გ
საზომები ზოგიერთი ხშირად გამოყენებადი პროდუქტისათვის.
სმეტანა, კეტჩუპი 1 ს.კ. = 25 გ
ნაღები 1 ს.კ. = 10გ
მაიონეზი 1 ს.კ. = 30 გ
ზეთი 1 ს.კ. =10გ
ბურღული 1ს.კ = 20გ
პური 1 ნაჭერი = 40გ
მურაბა, ჯემი ჩ.კ = 10გ
ბოსტნეულის პიურე 1 ს.კ. = 40გ
იმედი მაქვს გამოგადგებათ