ჩვენ შესახებ


სალამი :)

ვინ არიან DietMate-ები?

ჩვენ ვართ უბრალო ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს რაღაც შეეცვალათ თავის გარეგნობაში და ამისათვის ვიცილებთ იმ ზედმეტ კილოგრამებს, რომლებიც საოცრად მოგვბეზრდა.  ასევე, გადავწყვიტეთ  შეგვეკრიბა ჩვენს გარშემო ყველა, ვისაც მსგავსი სურვილი აქვს. იმიტომ რომ, ერთად ყოველთვის უფრო საინტერესოა და მხიარულებაც მეტია :)

რა ხდება ამ ბლოგზე?

  • ამ ბლოგზე, ჩვენ დავწერთ ჩვენს მიღწევებს და მეთოდებს,  ბევრ, საინტერესო ინფორმაციას დიეტებზე, ვარჯიშებზე და სხეულის მოვლაზე.
  • გარდა ამისა, აქ, მიმდინარეობს მუდმივი შეჯიბრი, ჩვენს მონაწილეებს შორის, იმისათვის, რომ თითოეულს ბევრად მეტი სტიმული ჰქონდეს :)
  • შეჯიბრის პირობები ძალიან მარტივია, ყოველი თვის 1–10 რიცხვში, ჩვენ ვიღებთ განაცხადებს მასში მონაწილეობის მსურველებისგან.
  • შემდეგი თვის 10 რიცხვში გამოვლინდება იმ თვის DietMate.
  • თვის DietMate-ად ჩაითვლება ის მონაწილე, რომლის BMI–მ ყველაზე მეტად მოიკლო თვის განმავლობაში.
  • ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო იმისთვის რომ გახდე DietMateშემოგვიერთდი

რა შემიძლია გავაკეთო ამ ბლოგზე?

  • თუ თვლი, რომ ზედმეტი წონა გაქვს, გახდი DietMate! (ამისათვის მიყევი იმ ინსტრუქციებს, რომელიც მოცემულია გვერდზე “შემოგვიერთდი” )
  • თუ შენ თავად არაფერი გაქვს შესაცვლელი, მორალური მხარდაჭერა გამოუცხადე ჩვენს მონაწილეებს :) ამისათვის არ დაიშურო გამამხნევებელი კომენტარები და დადებითი შეფასება მათ წერილებზე. დაიმახსოვრე, ჩვენი ყოველი მონაწილესთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დიდი მადლობა იმისთვის, რომ შემოხვედი ჩვენს ბლოგზე და წარმატებებს გისურვებთ, საკუთარი მიზნების მიღწევაში!