ჩემი ნაღვლიანი ნახშირწყლების გახსენებისას..


ორი დღეა ვარჩევ კვების ოპტიმალურ რეჟიმს, რომ ორშაბათიდან დავიწყო.. თანამედროვე, ბოლეე მენეე მოქმედი დიეტების უმეტესობა, ყველა ერთ პრინციპს მისდევს, რაც შეიძლება ნაკლები ნახშირწყალი… არადა, აიაიაიაი.. არ ვიცი :) ყველაზე მეტად შაქარი და ტკბილი მიყვარს (როგორც ამაზე ჩემი მეგობარი იტყოდა :”იმიტომაც ხარ გასიებული” ). ხოდა წინასწარი სულიერი ტანჯვები მაქვს.
იდეაში, იმისთვის რომ გახდე (ნუ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე + ჩემი მიდრეკილება მატებისკენ), უბრალოდ კვების ტიპი უნდა შეიცვალო forever n ever, till the end of the time… Scary.. huh? ხოდა, ნუ ნელა-ნელა ვემზადები ფსიქოლოგიურად. თუმცა დიეტაზე მყოფების უმეტესობა, გვპირდება, რომ ცოტა ხანში გადაეჩვევი შაქარს, აღარ მოგინდება და ა.შ. ვნახოთ, როგორ გამომივა. ყველაზე ძალიან ის მიხეთქავს გულს, რომ თითქმის ყველა გრძელვადიან დიეტაში არის ეტაპი ხილის გარეშე (საერთოდ, საერთოდ არაფერი ოდნავ მოტკბოც კი.. დამახრჩეთ ვინმემ)… დღეს ზომებს ავიღებ, ანკეტას შევავსებ. შეიძლება რამე საშიში სურათიც გადავიღო, უფრო რომ შემეშინდეს ჩემი თავის.. ხოდა ხვალიდან ვიწყებ… Here we go.. რამე გამოსამშვიდობებელი ტორტი ხომ არ მეჭამა? :D :D :D

ხო, მართლა.. ვისაც შემოერთება გინდათ.. nusa, შენი კომენტარი ვნახე.. და სხვებსაც, გაიარეთ ის პროცედურა, რომელიც წერია გვერდზე “შემოგვიერთდი”, ნუ გეზარებათ წაკითხვა და გაკეთებაც. თუმცა იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში, დარეგისტრირება ბევრად უფრო გამარტივდება, თქვენთვისაც და ჩვენთვისაც :)

wish me good luck :) მეც იგივეს გისურვებთ :)



Welcome to DietMates :)


დიდი ხნის ფიქრის, ლაპარაკის და Brain storming-ის მერე, მე და ლილიანმა ბოლოს დავასრულეთ ჩვენი საერთო პროექტის მოსამზადებელი ეტაპი :)

უდიდესი მადლობა დახმარებისა და მხარდაჭერისათვის სვითის :) DietMate-ები ამას არ დაგივიწყებენ ! :)

მაშ ასე, მოგესალმებით  DietMates-ზე !
ეს არის ის ადგილი, სადაც შენ იპოვი მორალურ და ინფორმაციულ მხარდაჭერას კილოგრამების კარგვის პროცესში. რომელიც ხშირად არასასიამოვნოა ფსიქოლოგიურად :)
უფრო დაწვრილებით, ჩვენს შესახებ აქ შეგიძლია  წაიკითხო.
რაც მთავარია,  გახდი DietMate ! შეცვალე რაღაც შენს ცხოვრებაში და იპოვე ახალი მეგობრები ! :)

პატივისცემით,  DietMate :)