გეგმა მაისი - 1 კვირა


მოკლედ ზუსტად ერთი კვირა გავიდა რაც დავიწყე გეგმის შესრულება. კმაყოფილი ვარ ძალიან.

ვარჯიში დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიკვებები ზომიერად, მართალია უაზრო დღის რეჟიმი მაქვს მაგრამ ნუ მაინც.

ამ ყველაფერთან ერთად არ მახსოვს გითხარით თუ არა მაგრამ ჩემს სახის კანსაც სერიოზულად მივუდექი და მართლაც და სერიოზული შედეგებია აქაც….. ნუ მერე შეიძლება ამაზე უფრო კონკრეტულად მოგიყვეთ მაგრამ არ მინდა რეკლამის ტიპის პოსტი….

ხოდა რა ხდება, ვიკვებები ყველაფრით თითქმის , ნუ ტკბილეულის და ცომეულის გარდა, უბრალოდ ცოტას და იშვიათად. ყველაფერს ერთად არ ვურევ. ვარჯიში ჯერ ჯერობით მხოლოდ სირბილი , სახტუნაო და აქ დადებული (და კიდევ დასადები) მუცლის კუნთების პატარა ციკლია.

ნუ მესამე დღის მერე აღარ ავწონილვარ, მაინტერესებს რა იქნება თვის ბოლოს.

დღეს კიდევ ერთ რეცეპტს გაგაცნობთ აქვე , მათთვის ვინც უბრალოდ ზომიერად იკვებება და არაა კონკრეტულ დიეტაზე.

ერთ სუფრის კოვზ ზეთში იწყევთ სასურველი ბოსტნეულის /ნუ ძირითადად სტაფილო , ხახვი და ბულგარული/ ხრაკვას, როცა მოიხრაკება ამ ყველაფერს ჩაუშვებთ სასურველი რაოდენობის თითქმის ადურებამდე მისულ წყალში , დაამატებთ ერთ გალინა ბლანკას კუბიკს, გემოვნებით მარილს და მიიყვანთ დუღილამდე, ჩაამატებთ გვარიანად მწვანილს და უგემრიელესი სუპი (დღიური ნორმის ცხიმითა და ბოსტნეულით) მზადაა :D

გენიალურია მარტივი და ყველამ იცის :)

აბა გისურვებ წარმატებებს და გემრიელ დიეტას! :D

:alk:



გემრიელი რჩევები


ეს პოსტი არის მათთვის ვინც არ არის რაღაც კონკრეტულ დიეტებზე (რომლებიც განსაზღვრული საკვების , განსაზღვრული რაოდენობით მიღებას გულისხმობს) და უბრალოდ ცდილობს იკვებოს სწორად და ჯამრთელად.

აქ დავწერ რამოდენიმე მინი რეცეპტს, რაც ძალიან გემრიელი, ნოყიერი და არა მავნეა წონისათვის.

რეცეპტი #1

ავიღოთ 2 ს/კ “გაროხის” კონსერვი, ერთი სუფრის კოვზი სიმინდი,  1 მოხარშული კალმახი, მწვანილი და ცოტა მარილი :)

მოკლედ ეს ყველაფერი ავიღოთ გადავურიოთ ერთმანეთში , კალმახი ჯობია ცხელი გაარჩიოთ , უკეთ მოძვრება ხორცი ფხებიდან, დააქუცმაოთ და ესეც სალათში შეურიოთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ ერთი კოვზი ზეთიც დაუმატოთ სალათს.

ასეთი სალათი გემრიელია და ჯამრთელი :)

რეცეპტი #2

სოკოს კონსერვი დაავჭრათ წვრილად, ერთ ს/კ ზეთსი მოვხრაკოთ სტაფილოსთან ერთად, მოვაყაროთ სუნელები  და მარილი , ჭვრილად დაჭრილი მწვანილი და ვუალა - ძალიან გემრიელი ცხელი სადილ-სალათიც მზადაა :)

:jump:

ეს ის ორი რეცეპტია რაც ამ დროისთვის მე უკვე გამოვცადე და ძალიან მეგემრიელა, უახლოეს მომავალში კიდევ შემოგთავაზებთ რამე მადისაღმძვრელს!