მარტი 3rd, 2009
მოკლედ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ მგონი მხოლოდ მე დავრჩი აქ ვინც ისევ აგრძელებს გეგმას და დასახულ მიზნამდე ნელა - ნელა მაინც მიიწევს…. ეს დასანანია, მაგრამ არაუშავს, მაინც გავიტან ჩემსას!
ხოდა ახლა რა ხდება , როგორც იცით მე 1 თებერვლიდან სხვადასხვა რაღაცეებს ვაკეთებ, თავიდან მხოლოდ სირბილი და კვების შეზღუდვა იყო, ახლა უკვე ვარჯიშების კომპლექსი და სპეც კვებაა…
1 თვის განმავლობაში ჩემს წონას 5 ზედმეტი კილოგრამი მოაკლდა, თუმცა ვიზუალურად და გარშემოწერილობებს ბევრად მეტი ვიდრე 5 კილოგრამს უნდა მოჰყოლოდა.
მე ჩემი შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ!!
რა თქმა უნდა გეგმას ვაგრძელებ, მართალია 7 დღიანი ჩავარდნა ვარჯიშებში (საძაგელი გრიპის გამო რომელიც ქალაქში მძვინვარებს) არ მომწონს ძალიან და ვშიშობ ისევ არ მომემატოს რამე , მაგრამ არაუშავს….
შედეგი მაინც იქნება და ისეთი იქნება მე რომ მინდა!!
ხოდა ისა მოკლედ მე ეს გავაკეთე და ვაგრძელებ კიდეც!!!!!
2,951 Comments | In: დიეტის მიმდინარეობა, მინი შედეგები, პოზიტივი | | #
თებერვალი 17th, 2009
მოკლედ ხვალ იქნება ერთი სრული კვირა რაც მე წინა პოსტში ნახსენებ საცდელ პროგრამაში დავიწყე მონაწილეობა.
მინდა გითხრათ რომ კმაყოფილი ვარ !
რას ვაკეეთებ: ვდიეტობ (სპეციალურად ამ პროგრამის დიეტით)
ვვარჯიშობ 1 საათი დღეში.
შედეგი/შთაბეჭდილება : დიეტა ძალიან ადვილი და გემრიელია. აი ვარჯიშების მერე კი ვკვდებიიი. ძალიან ძალიან მტკივა ყველა კუნთი. ვარჯიშები ძალიან დიდი დოზითაა, მიწევს ჩერეზ ნე მაგუ გაკეთება, მაგრამ არ ვნებდები. ყოველ დილით ნაწილ ნაწილ ვდგები საწოლიდან მაგრამ მე მაინც გავალ ბოლომდე!
ვარჯიშები საკმაოდ ბევრია და დატვირთვა დიდია მათთვის ვინცა არ ვარჯიშობს, არ უვარჯიშია, თუმცა შეუძლებელი არაა, მაგრამ ტკივილი არის, კუნთების ტკივილი . ოჰოჰო და თან როგორი….
დიეტა ძალიან ადვილია ყველასათვის. ხოცრმოყვარულებისთვისაც და ნეიტრალურად განწყობილი ადამიანებისთვისაც. (ნატოშ ეს დიეტა შენთვის მისწრებაა, დასანანია რომ მხოლოდ ერთი კვირა გრძელდება)
მოკლედ მინდა გითხრათ რომ მე ვაგრძელებ პროექტში მონაწილეობას და წინ კიდევ 2 კვირა მაქვს
wish me good luck!!
490 Comments | In: დიეტის მიმდინარეობა, ვარჯიშები, მინი შედეგები, პოზიტივი | | #
თებერვალი 12th, 2009
მოკლედ, დიეტის პირველი ორი დღე კარგად მიდიოდა, ფრიად ბედნიერად ვგრძნობდი თავს. აქვე დავწერ რომ ვიყავი, ე.წ. “ქულების დიეატზე”, რომელიც ითვალისწინებს ბევრი ნახშირწყლის შემცველი პროდუქტების კვებიდან ამოღებას. მესამე დღეს ცოტა შესუსტებულად ვიგრძენი თავიც, თანაც ვგრძნობდი რომ მენატრებოდა რამე მოტკბო მაინც, ხილი თუნდაც..
ხოდა, დღეს დილით რომ გავიღვიძე, მივხვდი რომ ცუდადაა ჩემი საქმე. სასწაულად მშიოდა, მაგრამ ეგ ჯანდაბას, ამასთან ერთად მთლიანად მაკანკალებდა და ძალიან სუსტად ვიგრძენი თავი.. ხოდა ჰიპოგლიკემიას დავაბრალე (ნახშირწყლების და უფრო ზუსტად გლუკოზის ნაკლებობა სისხლში).. დავიკიდე, წავედი და 4 ვაშლი ვჭამე. მერე ასევე აკრძალული გრეჩიხა დავაყოლე და შედარებით უკეთ ვიგრძენი თავი.
მოკლედ არ ვიცი. ორი ვარიანტია : ან გავაგრძელებ ქულების დიეტას, მაგრამ დღიურ ნორმას მოვუმატებ 10 ქულას ვაშლის ხარჯზე. ან დავიკიდებ ქულებს და უბრალოდ ფქვილეულის და შაქრიანის რაოდენობას შევამცირებ…
ვფიქრობ და ხვალიდან აღვადგენ :მო:
377 Comments | In: დიეტის მიმდინარეობა | | #
თებერვალი 8th, 2009

ორი დღეა ვარჩევ კვების ოპტიმალურ რეჟიმს, რომ ორშაბათიდან დავიწყო.. თანამედროვე, ბოლეე მენეე მოქმედი დიეტების უმეტესობა, ყველა ერთ პრინციპს მისდევს, რაც შეიძლება ნაკლები ნახშირწყალი… არადა, აიაიაიაი.. არ ვიცი
ყველაზე მეტად შაქარი და ტკბილი მიყვარს (როგორც ამაზე ჩემი მეგობარი იტყოდა :”იმიტომაც ხარ გასიებული” ). ხოდა წინასწარი სულიერი ტანჯვები მაქვს.
იდეაში, იმისთვის რომ გახდე (ნუ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე + ჩემი მიდრეკილება მატებისკენ), უბრალოდ კვების ტიპი უნდა შეიცვალო forever n ever, till the end of the time… Scary.. huh? ხოდა, ნუ ნელა-ნელა ვემზადები ფსიქოლოგიურად. თუმცა დიეტაზე მყოფების უმეტესობა, გვპირდება, რომ ცოტა ხანში გადაეჩვევი შაქარს, აღარ მოგინდება და ა.შ. ვნახოთ, როგორ გამომივა. ყველაზე ძალიან ის მიხეთქავს გულს, რომ თითქმის ყველა გრძელვადიან დიეტაში არის ეტაპი ხილის გარეშე (საერთოდ, საერთოდ არაფერი ოდნავ მოტკბოც კი.. დამახრჩეთ ვინმემ)… დღეს ზომებს ავიღებ, ანკეტას შევავსებ. შეიძლება რამე საშიში სურათიც გადავიღო, უფრო რომ შემეშინდეს ჩემი თავის.. ხოდა ხვალიდან ვიწყებ… Here we go.. რამე გამოსამშვიდობებელი ტორტი ხომ არ მეჭამა?
:D 
ხო, მართლა.. ვისაც შემოერთება გინდათ.. nusa, შენი კომენტარი ვნახე.. და სხვებსაც, გაიარეთ ის პროცედურა, რომელიც წერია გვერდზე “შემოგვიერთდი”, ნუ გეზარებათ წაკითხვა და გაკეთებაც. თუმცა იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში, დარეგისტრირება ბევრად უფრო გამარტივდება, თქვენთვისაც და ჩვენთვისაც
wish me good luck
მეც იგივეს გისურვებთ
1,114 Comments | In: ადმინისტრაციისგან, დიეტის მიმდინარეობა | | #
თებერვალი 6th, 2009
მოკლედ 6 დღეა უკვე დავიწყე გეგმა
გეგმა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს და საბოლოო ჯამში მაისის ბოლოს უნდა იქნას მიღწეული მიზანი (კონკრეტული წონა).
გეგმა შემდეგანირად გამოიყურება:
პირველი თვე / თებერვალი - ვარჯიში დღეში ერთხელ + სპეც კვება
მეორე თვე / მარტი - ვარჯიში დღეში ორჯერ + სპეც კვება + მასაჟი
მესამე თვე / აპრილი - ვარჯიში “ტრენერთან” სხეულის ფორმების ამოსაყვანად + კვება
მეოთხე თვე / მაისი - ვარჯიში “ტრენერთან” და თვის ბოლო 2 კვირა შიმშილობა (მეთვალყურეობით)
მოკლედ ამ ეტაპზე შედეგები არის ის რომ 1,5 კგ მაქვს დაკლებული და ძალიან მსიამოვნებს ვარჯიში, ძალიან დაღლილიც კი არ ვიზარებ და ვვარჯიშობ. სასწაულად სასიამოვნოა ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სტაბილურად.
კვებასტან დაკავშირებით კი ჯერ ვერ გამოვიმუშავე (უაზრო ცხოვრების სტილის გამო) ერთი და იგივე დროს ჭამა.
საბოლოო ჯამში 6 დღის შედეგით კმაყოფილი და ძალიან ამაყი ვარ!!!
594 Comments | In: დიეტის მიმდინარეობა, მინი შედეგები | | #