პირველი თვის შემაჯამებლი პოსტი


მოკლედ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ მგონი მხოლოდ მე დავრჩი აქ ვინც ისევ აგრძელებს გეგმას და დასახულ მიზნამდე ნელა  - ნელა მაინც მიიწევს…. ეს დასანანია, მაგრამ არაუშავს, მაინც გავიტან ჩემსას!


ხოდა ახლა რა ხდება , როგორც იცით მე 1 თებერვლიდან სხვადასხვა რაღაცეებს ვაკეთებ, თავიდან მხოლოდ სირბილი და კვების შეზღუდვა იყო, ახლა უკვე ვარჯიშების კომპლექსი და  სპეც კვებაა…

1 თვის განმავლობაში ემს წონას 5 ზედმეტი კილოგრამი მოაკლდა, თუმცა ვიზუალურად და გარშემოწერილობებს ბევრად მეტი ვიდრე 5 კილოგრამს უნდა მოჰყოლოდა.


მე ჩემი შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ!!

რა თქმა უნდა გეგმას ვაგრძელებ, მართალია 7 დღიანი ჩავარდნა ვარჯიშებში (საძაგელი გრიპის გამო რომელიც ქალაქში მძვინვარებს) არ მომწონს ძალიან და ვშიშობ ისევ არ მომემატოს რამე , მაგრამ არაუშავს….


შედეგი მაინც იქნება და ისეთი იქნება მე რომ მინდა!!

ხოდა ისა მოკლედ მე ეს გავაკეთე და ვაგრძელებ კიდეც!!!!!



საცდელ პროგრამაში მონაწილეობის შეჯამება


მოკლედ ხვალ იქნება ერთი სრული კვირა რაც მე წინა პოსტში ნახსენებ საცდელ პროგრამაში დავიწყე მონაწილეობა.

მინდა გითხრათ რომ კმაყოფილი ვარ !

რას ვაკეეთებ: ვდიეტობ (სპეციალურად ამ პროგრამის დიეტით)

ვვარჯიშობ 1 საათი დღეში.

შედეგი/შთაბეჭდილება : დიეტა ძალიან ადვილი და გემრიელია. აი ვარჯიშების მერე კი ვკვდებიიი. ძალიან ძალიან მტკივა ყველა კუნთი. ვარჯიშები ძალიან დიდი დოზითაა, მიწევს ჩერეზ ნე მაგუ გაკეთება, მაგრამ არ ვნებდები. ყოველ დილით ნაწილ ნაწილ ვდგები საწოლიდან მაგრამ მე მაინც გავალ ბოლომდე!

ვარჯიშები საკმაოდ ბევრია და დატვირთვა დიდია მათთვის ვინცა არ ვარჯიშობს, არ უვარჯიშია, თუმცა შეუძლებელი არაა, მაგრამ ტკივილი არის, კუნთების ტკივილი . ოჰოჰო და თან როგორი….

დიეტა ძალიან ადვილია ყველასათვის. ხოცრმოყვარულებისთვისაც და ნეიტრალურად განწყობილი ადამიანებისთვისაც. (ნატოშ ეს დიეტა შენთვის მისწრებაა, დასანანია რომ მხოლოდ ერთი კვირა გრძელდება)

მოკლედ მინდა გითხრათ რომ მე ვაგრძელებ პროექტში მონაწილეობას და წინ კიდევ 2 კვირა მაქვს :)

wish me good luck!!



გეგმა მაისი - 1 კვირა


მოკლედ ზუსტად ერთი კვირა გავიდა რაც დავიწყე გეგმის შესრულება. კმაყოფილი ვარ ძალიან.

ვარჯიში დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიკვებები ზომიერად, მართალია უაზრო დღის რეჟიმი მაქვს მაგრამ ნუ მაინც.

ამ ყველაფერთან ერთად არ მახსოვს გითხარით თუ არა მაგრამ ჩემს სახის კანსაც სერიოზულად მივუდექი და მართლაც და სერიოზული შედეგებია აქაც….. ნუ მერე შეიძლება ამაზე უფრო კონკრეტულად მოგიყვეთ მაგრამ არ მინდა რეკლამის ტიპის პოსტი….

ხოდა რა ხდება, ვიკვებები ყველაფრით თითქმის , ნუ ტკბილეულის და ცომეულის გარდა, უბრალოდ ცოტას და იშვიათად. ყველაფერს ერთად არ ვურევ. ვარჯიში ჯერ ჯერობით მხოლოდ სირბილი , სახტუნაო და აქ დადებული (და კიდევ დასადები) მუცლის კუნთების პატარა ციკლია.

ნუ მესამე დღის მერე აღარ ავწონილვარ, მაინტერესებს რა იქნება თვის ბოლოს.

დღეს კიდევ ერთ რეცეპტს გაგაცნობთ აქვე , მათთვის ვინც უბრალოდ ზომიერად იკვებება და არაა კონკრეტულ დიეტაზე.

ერთ სუფრის კოვზ ზეთში იწყევთ სასურველი ბოსტნეულის /ნუ ძირითადად სტაფილო , ხახვი და ბულგარული/ ხრაკვას, როცა მოიხრაკება ამ ყველაფერს ჩაუშვებთ სასურველი რაოდენობის თითქმის ადურებამდე მისულ წყალში , დაამატებთ ერთ გალინა ბლანკას კუბიკს, გემოვნებით მარილს და მიიყვანთ დუღილამდე, ჩაამატებთ გვარიანად მწვანილს და უგემრიელესი სუპი (დღიური ნორმის ცხიმითა და ბოსტნეულით) მზადაა :D

გენიალურია მარტივი და ყველამ იცის :)

აბა გისურვებ წარმატებებს და გემრიელ დიეტას! :D

:alk:



ჩემი გეგმა - “მაისი”


მოკლედ 6 დღეა უკვე დავიწყე გეგმა :)

გეგმა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს და საბოლოო ჯამში მაისის ბოლოს უნდა იქნას მიღწეული მიზანი (კონკრეტული წონა).

გეგმა შემდეგანირად გამოიყურება:

პირველი თვე / თებერვალი - ვარჯიში დღეში ერთხელ + სპეც კვება

მეორე თვე / მარტი - ვარჯიში დღეში ორჯერ + სპეც კვება + მასაჟი

მესამე თვე / აპრილი - ვარჯიში “ტრენერთან” სხეულის ფორმების ამოსაყვანად + კვება

მეოთხე თვე / მაისი - ვარჯიში “ტრენერთან” და თვის ბოლო 2 კვირა შიმშილობა (მეთვალყურეობით)

მოკლედ ამ ეტაპზე შედეგები არის ის რომ 1,5 კგ მაქვს დაკლებული და ძალიან მსიამოვნებს ვარჯიში, ძალიან დაღლილიც კი არ ვიზარებ და ვვარჯიშობ. სასწაულად სასიამოვნოა ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სტაბილურად.

კვებასტან დაკავშირებით კი ჯერ ვერ გამოვიმუშავე (უაზრო ცხოვრების სტილის გამო) ერთი და იგივე დროს ჭამა.

საბოლოო ჯამში 6 დღის შედეგით კმაყოფილი და ძალიან ამაყი ვარ!!!